ანონსები
16 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის თელავში მდებარე კახეთის რეგიონულ ოფისში, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გამართავს სხვადასხვა ღონისძიებებს სკოლის მოსწავლეებისთვის და ადგილობრივ მცხოვრებთათვის.
იხილეთ აჯენდა:
სამართლის სკოლის წარმომადგენლები ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაუწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას შემდეგ თემებზე:
• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები;
• პრივატიზება;
• სახელშეკრულებო ურთიერთობები (ნასყიდობა, ქირავნობა, ჩუქება, სესხი და ა.შ.);
• საოჯახო და მემკვიდრეობითი დავები;
• შრომითი დავები (საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან გათავისუფლება);
• საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
იურიდიული კონსულტაციით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თან იქონიეთ საქმესთან დაკავშირებული თქვენ ხელთ არსებული დონუმენტაციის ასლი.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ ზემოთაღნიშნული თემების გარდა სხვა სამართლებრივ საკითხებზე გსურთ იურიდიული დახმარების მიღება, წინასწარ მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: Chikovanizhana@gmail.com
დრო: 12:00 სთ - 16:30 სთ
მისამართი: ქ. თელავი, სააკაძის მოედანი ნომერი 2
საქართველოს უნივერსიტეტის კახეთის რეგიონულ ოფისში ასევე, გაიმართება საჯარო ლექცია მე - 11 და მე - 12 კლასელებისთვის.
თემები:
• არასრულწლოვანთა შრომა;
• პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
დრო: 17:00 სთ (ხანგრძლივობა - 1 სთ)
მისამართი: ქ. თელავი, სააკაძის მოედანი ნომერი 2